2023-01-03 17:34:15, 1629 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის საცხოვრებელი უბანი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის, ქალაქი კურახოვოს საცხოვრებელი უბანი დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კირილენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა.
„რუსებმა კურახოვოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს - მათ საცხოვრებელ უბანს დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა. ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა“,- განაცხადა კირილენკომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,