02:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-03 15:10:46, 1197 ნახვა

მსოფლიო
ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყებიდან დღემდე, 516 მომიტინგე დაიღუპა

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ 516 მომიტინგე დაიღუპა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა მონიტორი ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო HRANA-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 70 ბავშვია.

ამასთან, ჯგუფის ბოლო მონაცემებით, აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 19 200-ზე მეტს შეადგენს, მათ შორის 687 სტუდენტს.

შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

შეუჩერებელ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის ასამდე ქალაქში იმართება, ოქტომბრის ბოლოსთვის, მხოლოდ თეირანში ბრალი 315 ადამიანს წაუყენეს.

მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. გარდა ამისა, უფლებადამცველებმა ასევე დემონსტრანტების გატაცებისა და მათ ნათესავებზე ზეწოლის შესახებ განაცხადეს.

ზოგიერთ "აჯანყებულს", სხვა ბრალდებებთან ერთად, ბრალად ედება უკანონო იარაღის ტარება, სამართალდამცავების დაჭრა და საზოგადოებრივი და სამთავრობო ქონების განადგურება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და ისლამური სისტემის დაპირისპირების მიზნით ცეცხლის წაკიდება.

გარდა ამისა, თეირანის სასამართლომ მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილესეებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ამასთან, დეკემბრის დასაწყისში, აქციებში მონაწილეობის „ბრალდებით“ სიკვდილით 2 პირი დასაჯეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics