09:53 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-03 13:26:37, 1265 ნახვა

საზოგადოება
წყლის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეუზღუდება

პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის N14-თან წყლის ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 4 იანვრის 00:00-დან 5 იანვრის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კაკაბაძის ქუჩიდან მაყაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მთაწმინდის, ბესიკის, ჭონქაძის, ჩიტაძის, 9 აპრილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით, ხოლო თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ერისთავის, ხოშტარიასა და გოგებაშვილის ქუჩების გავლით, მაყაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

„მაყაშვილის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილება შეეძლებათ ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ალექსანდრე ჭავჭავაძის, ბესიკის, ოძელაშვილისა და მთაწმინდის ქუჩების საშუალებით. ასევე, თავისუფლების მოედნიდან ლეონიძის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ამაღლებისა და ჭონქაძის ქუჩების გამოყენებით.

სამუშაოების პერიოდში, კაკაბაძის N14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მხოლოდ ქვეითები შეძლებენ შეუერხებლად გადაადგილებას.

აღნიშნული სამუშაოების გამო, ავტობუსი N383 გადაადგილდება მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ მაყაშვილის ქუჩამდე, რის შემდეგაც, ზანდუკელის ქუჩაზე დატრიალებით, მოძრაობას გააგრძელებს ბარნოვის ქუჩაზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით“. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად.

რაც შეეხება მიკროავტობუს N408-ს, რუსთაველის გამზირი N52-ის ნაცვლად, ბოლო გაჩერება ექნება N37-თან, საიდანაც თავისუფლების მოედნისა და ლეონიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს. შემდეგ ამაღლების ქუჩის გავლით დაუკავშირდება ჭონქაძის ქუჩას და კაკაბაძის ქუჩის N14-მდე გადაადგილდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მგზავრებს ანალოგიური მარშრუტით მოემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics