|
2022-12-31 13:18:32, 1432 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების სახელით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების სახელით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს საჩუქრად საკვები პროდუქტები, ტკბილეული და მაცივარი გადასცა. წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში 80 - ამდე ბენეფიციარი ცხოვრობს და საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)