|
2022-12-30 14:44:13, 1239 ნახვა
საზოგადოება
მარნეულის სამხედრო ბაზაზე ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე, ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. უწყების ცნობით, ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. „სტუმრებისთვის ყველაზე საინტერესო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საავიაციო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაცნობა აღმოჩნდა. მათ საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ასევე, სხვა სახის ტექნიკისა და შეიარაღების მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებისგან მიიღეს. დღის ბოლოს მოსწავლეებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ბაზებზე ღია კარის დღეები რეგულარულად იმართება. დმანისის N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეების ვიზიტი კი პირველად მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში მიმდინარე საპილოტე საგნის „სამხედრო საქმე“ ფარგლებში გაიმართა. მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები უტარებენ. ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები სამხედრო ბაზებს ეტაპობრივად ესტუმრებიან,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)