|
2022-12-28 10:55:29, 1443 ნახვა
საზოგადოება
ჩაეწერე კლინიკაში REDMED-ით მარტივად და სწრაფად
კლინიკაში სპეციალისტთან ვიზიტზე ჩაწერისას ხშირად ქოლ ცენტრის ზარის მოლოდინში ყოფნა დიდ დისკომფორტს გვიქმნის. უკანასკნელ წლებში ინოვაციები საშუალებას გვაძლევენ შედარებით გავიმარტივოთ ყოველდღიურობა და დავზოგოთ დრო. ასეთ უნივერსალურ საშუალებას მიეკუთვნება REDMED-ის სამედიცინო სერვისების პლატფორმა. მისი აპლიკაციისა თუ ვებ-გვერდის დახმარებით შესაძლებელია ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა ზარის განხორციელების გარეშე 30-ზე მეტ კლინიკაში. REDMED-ი თანამშრომლობს ისეთ კლინიკებთან, როგორიცაა რეიმანი, მედიქალ ჰაუსი, ი.ჟორდანიას სახელობის კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი და სხვა. გარდა კლინიკაში ჩაწერისა REDMED- ის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სერვისები: ● გამოიძახოთ ექიმი, აფთიაქი ან ლაბორატორია სახლში; ● მიიღოთ ექიმის ვიდეო ან სატელეფონო კონსულტაცია; ● შეძლოთ ონლაინ კონსულტაციის გავლა საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმებთან; ● ისარგებლოთ COVID – 19 კლინიკის მომსახურებით; ● მიიღოთ ყველა საჭირო სადაზღვევო დოკუმენტაცია ონლაინ. REDMED - ის პლატფორმის დახმარებით პარტნიორ ლაბორატორიებში 900-მდე კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ამ პროცესს უფრო კომფორტულს ხდის ლაბორატორიაში ვიზიტის დაჯავშნა ან სასურველ დროს გამოძახება სახლში აპლიკაციისა თუ ვებ-გვერდის დახმარებით. REDMED - ის საშუალებით შეგიძლიათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხი გაუგზავნოთ ექიმს კონსულტაციამდე ან კონსულტაციის დროს. დანიშნულებას და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას ექიმი პორტალზე გიგზავნით, ხოლო კონსულტაციის შემდეგ 1 კვირის მანძილზე შეგიძლიათ ჩათის დახმარებით განმეორებით გაესაუბროთ ექიმს. ონლაინ ჩაწერის საშუალებით შეგიძლიათ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოთ კონსულტაცია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი წამყვანი სპეციალისტებისგან ამერიკიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა : გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, გერიატრია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია. იმისათვის, რომ ჩაეწეროთ ვიზიტზე, მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა REDMED-ის აპლიკაციისა თუ საიტის მეშვეობით გაიაროთ რეგისტრაცია და მისი მარტივი ინტერფეისის საშუალებით აირჩიოთ სასურველი სერვისი სახლიდან გაუსვლელად. კლინიკაში ჩაწერის ღილაკს მთავარ გვერდზე სერვისების ჩამონათვალში ნახავთ. ვიზიტის დაჯავშნისას საჭიროა აირჩიოთ კლინიკა ან ექიმი სპეციალობის მიხედვით. მომდევნო გვერდზე გადასვლისას აუცილებელია მიუთითოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო, სადაც ასევე გეძლევათ საშუალება მონიშნოთ უახლოესი თავისუფალი თარიღის ღილაკი. ვიზიტის დაჯავშნის დასრულებამდე გამოგიჩნდებათ მისი დეტალები, რომლის გადამოწმების შემდეგაც უნდა დაადასტუროთ ჯავშანი. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და ჩაეწერეთ კლინიკაში ან დაჯავშნეთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია ელექტრონული მოწყობილობით REDMED-ის პლატფორმის დახმარებით სიმპტომების გამოჩენისთანავე რათა იგრძნოთ თავი მშვიდად და დაცულად, ნებისმიერ ადგილას.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)