|
2022-12-28 09:34:48, 1584 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შსს - ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 35000-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში 700-ზე მეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დააზიანა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა United News-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დაზიანებულ ობიექტებს შორისაა გაზსადენები, ხიდები და ა.შ. „შეჭრის დაწყებიდან 702 კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზარალდა. საუბარია გაზსადენებზე, ელექტროქვესადგურებზე, ხიდებზე და ა.შ“,- განაცხადა ენინმა. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად 35000-ზე მეტი ობიექტი განადგურდა და მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა 27 დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინას კვლავ ემუქრება სარაკეტო თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)