11:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 13:24:14, 1430 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას დღესასწაულებზე გეგმავს

დღესასწაულებზე რუსები უკრაინაზე მასობრივ თავდასხმებს გეგმავენ,- ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, შავ ზღვაში ოკუპანტების აქტიურობა და სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის მომზადება შეინიშნება. ასევე, შესაძლებელია, დარტყმები იყოს კომბინირებული - კამიკაძე დრონების გამოყენებით.

„პირველ რიგში, ისინი ნამდვილად ცდილობენ წაგვარვან შუქი და ნათელი დრესასწაული მოგვპარონ - გასაგებია, ეს მათი ტერორისტული ტაქტიკაა. მეორეც, ჩვენ ვაკვირდებით მათ გარკვეულ აქტივობას. დიდი ხნის განმავლობაში მათ არ წაუყვანიათ რაკეტმზიდი შავ ზღვაში. ამჟამად არის სამი რაკეტმზიდი, რომელთაგან ორი წყალქვეშა ნავია. შეგახსენებთ, რომ ეს გარკვეულწილად ართულებს რაკეტების გაშვების გამოვლენას, მაგრამ მაინც არ არის შეუძლებელი საჰაერო თავდაცვაზე დარტყმა, ამიტომ მზად ვიქნებით და ვიმოქმედებთ“- განაცხადა გუმენიუკმა.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები ასევე აღრიცხავენ მტრის სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის მომზადებას მასიური სარაკეტო დარტყმისთვის.

„მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ მტრის ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს, ეს სულაც არ იქნება მასიური სარაკეტო შეტევა ან შეიძლება გაერთიანდეს. შეგახსენებთ, რომ მათ ახლახან მიიღეს დრონების პარტია და უკვე დაიწყეს მათი გამოყენება“,- დასძინა გუმენიუკმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics