11:16 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 09:07:07, 1519 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, ცხოვრება გაგვირთულოს - ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ

ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რუსეთი ცდილობს, მიმდინარე წლის დანაკარგები უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების შემდეგ პროპაგანდისტების ზეიმით აანაზღაუროს.

„ამ წლის სულ რამდენიმე დღე დარჩა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მტერი შეეცდება ეს დრო ჩააბნელოს და გაგვირთულოს. რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო, მაგრამ ის ცდილობს, აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტების აჟიოტაჟით ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ. გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით. მზად იყავით სხვების დასახმარებლად. როცა უკრაინელები ერთად არიან, როცა უკრაინელები ერთმანეთის მადლიერები არიან, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ. მადლობა თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს - ყველა სამხედროს, საჰაერო ძალების ყველა მებრძოლს, მეზენიტეებს, მზვერავებს, მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიელებს, ტერიტორიულ თავდაცვას, საზღვაო ძალებს. მადლობა თითოეულ ჯარისკაცს და მეზღვაურს, ყველა სერჟანტსა და ათისთავს, ყველა ოფიცერსა და გენერალს, ვისაც ფრონტი უჭირავს და ცდილობს მის გადაადგილებას ჩვენს საზღვრამდე, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არემონტებს და აწვდის აღჭურვილობას. ყველას, ვინც მოხალისეა. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ექიმს და ყველას, ვინც ბრძოლის ველზე დაჭრილებს მკურნალობს. მადლობა ყველა მედდას, ვინც თავის საქმეს ნებისმიერ შემთხვევაში თავდაუზოგავად აკეთებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა მივიდა ხერსონში დასახმარებლად, შობის დღესასწაულზე ტერაქტის დროს დაჭრილების გადასარჩენად", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics