|
2022-12-25 14:38:28, 2007 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ქვეყნიდან წასული მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდის - „გასაგებია, რატომ გაიქცნენ, მათ უღალატეს სამშობლოს“
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ უპირატესობის მინიჭება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა, მაგრამ განაგრძობენ რუსულ კომპანიებში მუშაობას, არასწორი და უსამართლოა. ფედერალური ასამბლეის ქვედა პალატის თავმჯდომარის თქმით, ისინი უკვე „სარგებლობენ ყველა სარგებლით“ დისტანციურად მუშაობისას, შესაბამისად უნდა დაიბეგრონ გაზრდილი გადასახადით. "სავსებით გასაგებია, რატომ გაიქცნენ ისინი. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. დანარჩენებმა უნდა გაიგონ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ უჭერს მათ ქმედებას - მათ მიაჩნიათ, რომ მათ უღალატეს სამშობლოს, ნათესავებსა და მეგობრებს." ,- დუმის სპიკერმა. მისი თქმით, დისტანციური მუშაობის შეზღუდვის შესახებ კანონი არ არღვევს უფლებებს. "ეს იქნება სამართლიანი. ჩვენ ვმუშაობთ კანონმდებლობის შესაბამის ცვლილებებზე", - დასძინა ვოლოდინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)