18:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 11:53:39, 1088 ნახვა

საზოგადოება
USDA-SQIL პროექტის ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა. კატალოგის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი,  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

„პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომლის ფარგლებშიც  ეს კატალოგი შეიქმნა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში მესაქონლეობის დარგის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის ქვეყანაში ეს დარგი. ტარდება ტრენინგები ჩვენი ფერმერებისთვის, გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, რაც რეალურად ეხმარება დარგს გაძლიერება-განვითარებაში. ვფიქრობ, ეს კატალოგი პირველი ნაბიჯია. მომავალში, ის კიდევ უფრო შეივსება, დაიხვეწება და ჩვენ გვექნება დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, თუ როგორია განვითარება ამ დარგში“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. 

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის „საქრძე" მიერ მომზადებული კატალოგი 31 დასახელების რძის ნაწარმის წარმოების გეოგრაფიულ-ისტორიული არეალის, გამოყენებული ნედლეულის, დამზადების ტექნოლოგიისა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შესახებ აერთიანებს ინფორმაციას. ინიციატივა ადგილობრივი რძის პროდუქტების მრავალფეროვნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კატალოგში შესულია რძის ნაწარმის ისეთი მივიწყებული სახეობები, როგორიცაა გვაჯილა, კობის ყველი, კაზლა ყველი, კალტი, ყურუთი, ასევე რძის სხვა პროდუქტები - გაწურული მაწონი, ნადუღი, კაიმაღი და სხვა.

პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics