|
2022-12-23 09:15:31, 1435 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა - დოკუმენტი უკრაინისა და საქართველოს ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის 2023 წლის მთავრობის ბიუჯეტი დაამტკიცა, საიდანაც 45 მილიარდი დოლარი უკრაინის და ვაშინგტონის მოკავშირეების დაფინანსებაზეა გათვლილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს. დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე 23,5 მილიარდი დოლარია გათვლილი. საერთო ჯამში კი, უკრაინის ომთან დაკავშირებული მუხლი, რომელიც მოიცავს სამხედროების წვრთნას, აღჭურვას, ლოჯისტიკას, სადაზვერვო მხარდაჭერას და ასევე მარაგების შევსებას, ითვალისწინებს 44,9 მილიარდი დოლარის გამოყოფას. გარდა ამისა, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი მას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწერო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)