|
2022-12-22 15:08:57, 1035 ნახვა
საზოგადოება
2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი 17,2%-ით იზრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს. აღნიშნულის ფარგლებში, 2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი, განვლილი წლების მსგავსად, მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენისკენ. სწორედ საქართველოს გამორჩეული ბიომრავალფეროვნება ხდის თითოეულ დაცულ ტერიტორიას მიმზიდველს და განსაკუთრებულს. დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვისა და აღდგენის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. 2023 წელს, მინიმუმ 8 დაცულ ტერიტორიაზე დაგეგმილია ტყეების სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები, აგრეთვე, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილია არსებული ტყის ინვენტარიზაცია. დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხანძრების პრევენციის მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით. მიმდინარე წელს, ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიების აღჭურვა უკვე მოხდა, აღნიშნული გაგრძელდება მომდევნო წელსაც და, დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, სხვადასხვა დაცული ტერიტორიისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი იქნება შეძენილი. 2022 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტყის ინვენტარიზაცია განახორციელა თეთრიწყაროს, ახალქალაქისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 33 665 ჰექტარ ფართობზე, ასევე, ერუშეთის ეროვნულ პარკსა და თეთრობის აღკვეთილში. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ალგეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემუშავდა და დამტკიცდა ტყის მართვის გეგმები, რაც დაეხმარება სამომავლოდ სააგენტოს, განახორციელოს ტყის მდგრადი მართვა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, სააგენტომ ყველა დაცული ტერიტორიისთვის 294 ცალი ფოტოხაფანგი შეიძინა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)