|
2022-12-20 22:45:49, 2657 ნახვა
კომენტარი
კირთაძე დაკავებულ თავდამსხმელზე - დიდი ალბათობით, ჯოხს ამ ერთ ადამიანზე გადატეხავენ
როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აპირებს ჯოხის მთლიანად გადატეხვას ამ ერთ ადამიანზე, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი მიზანი. რა თქმა უნდა, იქვე, საგამოძიებო უწყებებში, კრიმინალურ პოლიციაში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ძალიან ღიად დავაფიქსირე, რომ ჩვენი მიზანი არის ამ ყველაფრის ორგანიზატორების გამოვლენა, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კირთაძემ. მისივე თქმით, ეს არის იმ მთავრობის პროვოკაცია და ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში სიძულვილს და ზიზღს აღვივებს, რათა ადამიანს ხელი შეეშალოს აქტიური სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაში. მან დასძინა, რომ იმედი არ აქვს საქმის გამოძიების, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ ეს დავალება მაღალჩინოსნების მიერ არის გაცემული და მათი თანამშრომლები ამ საქმეს არ გამოიძიებენ ჯეროვნად. "იმ ადამიანების, ვინც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში სიძულვილსა და ზიზღს აღვივებს, აწყობს პროვოკაციას, ცდილობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელი შეუშალოს აქტიური სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაში და ა.შ. ამის იმედი, რა თქმა უნდა, არ მაქვს, წარმოუდგენელია როცა მაღალჩინოსნები გასცემენ დავალებას და მერე მათი თანამშრომლები ამ საქმეს იძიებენ და საქმე ჯეროვნად იქნეს გამოძიებული. ეს მოლოდინი არ მაქვს და ეს პირდაპირ ვუთხარი გამომძიებლებს... წარმოუდგენელია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ბოლომდე მიყვანაში ვგულისხმობ რა თქმა უნდა იმ ხალხის გამოვლენას, ვინც გასცემს ხოლმე ამ ტიპის დავალებებს. მარტივად რომ ვთქვა, არ მაქვს მოლოდინი რომ ეს საქმე იქნება ჯეროვნად გამოძიებული. უდიდესი ალბათობით, ჯოხს გადატეხავენ ამ ერთ ადამიანზე" - განაცხადა კირთაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)