|
2022-12-20 09:51:03, 1553 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით
რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტის შეკითვაზე კრემლის მიერ ბელარუსის შთანთქმის შესაძლებლობაზე პუტინმა განაცხადა: „რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში. უბრალოდ, ამაში მიზანშეწონილობა არ არის“,- განაცხადა პუტინმა. პუტინის თქმით, საქმე ეხება არა შთანთქმას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებას. „არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად ლაპარაკობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ხალხი, ვინც ამ საკითხს არ უღრმავდება. საქმე ეხება არა შთანთქმას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებას - ისევე, როგორც ეს კეთდება მრავალ სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში. ყველაფერი დანარჩენი ზედაპირული და სისულელეა. ეს არის ჩვენი არაკეთილისმსურველთა მცდელობები, შეაფერხონ ჩვენი ინტეგრაციული პროცესი. ამას ისინი აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ არ მიიღონ მსოფლიო ბაზარზე ეფექტიანი და მათთვის საშიში კონკურენტები. სულ ეს არის“,- დასძინა პუტინმა. ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს არ შეუძლია, მარტომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. „ახლა ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან უსერიოზულესი განცხადება გავაკეთეთ. თავდაცვა და უსაფრთხოება. მოდით, გულწრფელად ვთქვათ: შეგვიძლია ჩვენ მარტოს, რუსეთის გარეშე ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა? არ შეგვიძლია. და რთულ პერიოდში მან უარი არ გვითხრა“,- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შესახვედრად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)