|
2022-12-19 16:28:30, 1498 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვამ მიაღწია ენერგეტიკულ შეთანხმებას, რომლითაც რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იქნება
მოლდოვამ მიაღწია მოკლევადიან ენერგეტიკულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. მოლდოვას ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ გაზის სახელმწიფო ფირმა „მოლდოვაგაზი“ „ენერგოკომისგან“ 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის. "ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მოლდოვა რუსეთიდან ნაყიდ გაზს არ მოიხმარს. გასულ წელს ჩვენ ამას დავპირდით მოსახლეობას, რომ გავაკეთებდით რეზერვებს და ალტერნატივას ვიპოვიდით, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ წყაროზე და ჩვენ ეს მოვახერხეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ. აღსანიშნავია, რომ დღემდე მოლდოვა დიდწილად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მზარდი ინფლაციის მიუხედავად, მოლდოვა წყვეტს რუსეთისგან გაზის იმპორტს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)