|
2022-12-19 10:34:45, 1441 ნახვა
მსოფლიო
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმას სულ მცირე პოლიციის 9 თანამშრომელი ემსხვერპლა
ერაყის ჩრდილოეთში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების თავდასხმას სულ მცირე პოლიციის 9 თანამშრომელი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა ქვეყნის დედაქალაქიდან 290 კმ-ში მდებარე ქალაქ კირკუკთან პოლიციის ავტოკოლონა ააფეთქეს, რასაც იარაღით პირდაპირი თავდასხმა მოჰყვა. ერაყის პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია ერთი თავდამსხმელი, ხოლო დანარჩენების ძებნა მიმდინარეობს. როგორც BBC წერს, „ისლამურ სახელმწიფოს“ აღმოსავლეთ ერაყიდან დასავლეთ სირიამდე 88 000 კვ. კმ ტერიტორია ეკავა, თუმცა 2017 წლის დეკემბერში ერაყის ძალებმა ისლამისტური დაჯგუფების მებრძოლები სირიის სასაზღვრო ზონიდან განდევნეს. ვარაუდობენ, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" სირიასა და ერაყში კიდევ ჰყავს 6 000-დან 10 000-მდე მებრძოლი, რომლებიც ძირითადად პროვინციებში არიან და თავდასხმებს, ჩასაფრებებსა და გზისპირა აფეთქებებს განაგრძობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)