|
2022-12-15 14:46:45, 1837 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება
ქართული ღვინის გაზრდილი ექსპორტის ფონზე, 2023 წლიდან, ღვინის ეროვნული სააგენტო კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში განახორციელებს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს, რომელიც მოიცავს საინსპექციო კონტროლს, ორგანოლეპტიკურ ტესტირებას, სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. შესაბამისად, 2023 წელს „ღვინის ლაბორატორიული კვლევის" ქვეპროგრამის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 16,7 %-ით გაიზარდა და 700 ათასი ლარი შეადგინა. ასევე 8,3 %-ით გაიზარდა და 650 ათასი ლარით განისაზღვრა „მევენახეობის განვითარების ღონისძიებების" ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა დასრულდება საქართველოს მევენახეობის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროგრამა ჯერ არ განხორციელებულა და განახლდება მონაცემები პროგრამის არსებული მონაცემთა ბაზისთვის. ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. 2021 წელს, პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში დასრულდა; პროგრამა მიმდინარე წელს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ გაორმაგდა საბიუჯეტო დაფინანსება „ქართული ვაზის პოპულარიზაციისა" და „ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების" ქვე-პროგრამებისთვის და 100-100 ათასი ლარი შეადგინა, რაც ორივე მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების საფუძველია: გაგრძელდება ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული სამეცნიერო მუშაობა და ახალი არქეოლოგიური კვლევები, ასევე გააქტიურდება საქმიანობა ქართული ღვინის ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დასარეგისტრირებლად.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)