23:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 13:19:03, 858 ნახვა

საზოგადოება
ქართული ბიზნესის ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინას

დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრიანას - ამ სოლიდარული აქციის ფარგლებში, რომელიც  რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საქართველოს  მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით, ნახევარი მილიონის ლარის  მოგროვება გახდა შესაძლებელი, ამ ჰუმანიტარულ აქციას  ქართული ბიზნესიც შეუერთდა. 

კომპანია  GM Pharma  (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები უკვე მომდევნო კვირაში გაიგზავნება უკრაინაში.  

ჰუმანიტარული კატასრტორფის წინაშე დგას როგორც უკრაინის მოსახლეობის  დიდი ნაწილი, ისე   ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტები: საავადმყოფოები, პურის ქარხნები, სკოლები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა მოსახლეობას,  განადგურდა  სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის  ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები.  რიგითი მოქალაქეები პირისპირ დარჩნენ მძიმე და  ცივი ზამთრის წინაშე უშუქოდ, უწყლოდ, და გათბობის გარეშე. ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა, რაშიც ქართული ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics