|
2022-12-09 18:48:49, 1056 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერის ილია იაშინის განაჩენს სასამართლოში ხმაური მოჰყვა, დააკავეს 4 ადამიანი
მოსკოვში, მეშჩანსკის რაიონულ სასამართლოში, პოლიტიკოს ილია იაშინის შესახებ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ოთხი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "OVD-Info" იუწყება. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ანდრეი ჟვაკინმა განაცხადა, რომ სასამართლოს შენობაში ტაშის შემდეგ დააკავეს. ჟვაკინის გარდა, მანდატურებმა სერგეი მორარი, ნატალია ტიმაშევა და კიდევ ერთი პირი დააკავეს. ყველა დაკავებული სასამართლოდან ოქმებით გათავისუფლდა მანდატურის ბრძანების შეუსრულებლობის მუხლით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17.3 მუხლის მე-2 ნაწილი). დღეს მეშჩანსკის რაიონულმა სასამართლომ იაშინს 8,5 წელი მიუსაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა იაშინის სტრიმი ბუჩაში რუსი სამხედროების დანაშაულებებზე, რომელიც მან აპრილში YouTube-ზე უმასპინძლა. პროკურორი დაჟინებით მოითხოვდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთას, ასევე სურდათ, პოლიტიკოსს სასჯელის მოხდის შემდეგ რამდენიმე წლით აეკრძალათ ინტერნეტით სარგებლობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)