|
2022-12-09 17:43:48, 1100 ნახვა
მსოფლიო
რუს ოპოზიციონერს ილია იაშინს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 დეკემბერს მოსკოვის მეშჩანსკის რაიონულმა სასამართლომ პოლიტიკოსი ილია იაშინი დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში და მიუსაჯა მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების კოლონიაში, რაც ამ მუხლით ყველაზე მკაცრი სასჯელია. თავად იაშინმა კომენტარი გააკეთა განაჩენზე და თქვა, რომ ამ გზით ხელისუფლებას სურს რუსების დაშინება. „ასე რომ, სასამართლომ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა. ისე, განაჩენის ავტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი პუტინის პერსპექტივის მიმართ. ჩემი აზრით, ძალიან ოპტიმისტურია. მანამდე პროკურორმა იაშინს კოლონიაში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსთხოვა. 6 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ პოლიტიკოსი უცხოური ტელევიზიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და რუსი ჯარისკაცების სისასტიკის მტკიცებულებად იყენებდა ინფორმაციას „არამეგობრული ასოციაციებიდან“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)