|
2022-12-09 15:53:59, 1169 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. მან ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 47 051 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 9 ქუჩა შეკეთდა კაპიტალურად; აშენდა გრუნტის დამჭერი 7 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები კი ჩატარდა 137 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 350 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა 9 დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 სპორტული მოედანი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2022 წლის განმავლობაში 256 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 5 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 31 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო წყალარინების ქსელი 29 მისამართზე შეიცვალა. მოსახლეობის ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა სახის 9 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება; მიმდინარე წელს გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 16 691 550 ლარი დაიხარჯა. პრეზენტაციაზე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2023 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)