03:27 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 19:14:28, 1411 ნახვა

მსოფლიო
ტელეარხის დოჟდის მაუწყებლობა ესტონეთშიც შეწყდება

ტელეარხის „დოჟდის“ მაუწყებლობა ესტონეთშიც შეწყდება. ლიცენზია, რომელიც უკვე გაუქმდა, არხს მისცა უფლება გაევრცელებინა კონტენტი ევროკავშირში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ანუ 8 დეკემბრიდან, „დოჟდი“ მაუწყებლობას შეწყვეტს.

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ რუსული ტელეარხის მაუწყებლობამ მანამდე არაერთხელ გამოიწვია ლატვიის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირების უკმაყოფილება.

გასულ კვირას საბჭომ ტელეარხი 10 ათასი ევროთი ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში გამოყენებისა და რუსული არმიის მიმართ სიტყვა „ჩვენის“ გამოყენებისთვის დააჯარიმა.

ტელეწამყვანის ალექსეი კოროსტელევის სიტყვების შემდეგ დოჟდის პირდაპირ ეთერში, 1 დეკემბერს, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება იმის გამო, რომ არხი დახმარებას უწევდა რუსეთის ჯარს.

ტელეარხმა მეორე დღეს ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მან შეწყვიტა მუშაობა კოროსტელევთან. ამასთან, ჟურნალისტის მხარდაჭერის ნიშნად, ტელეკომპანია კიდევ სამმა თანამშრომელმა დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics