02:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 17:26:14, 745 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ რომის მერთან შეხვედრა გამართა

თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

საქართველოს და იტალიის დედაქალაქების მერებმა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ურყევია. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა რობერტო გუალტიერის, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. 

საუბარი შეეხო თბილისსა და რომს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულს და ურთიერთობას.  მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დედაქალაქებს  შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.  იმედი მაქვს, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე. 

თბილისის მერმა წარმატებები უსურვა იტალიის დედაქალაქს საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2030“-ის  მასპინძლობისთვის კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით და გამარჯვება უსურვა.   

რომის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისელ კოლეგას ვიზიტისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ "EXPO 2030"-ის მასპინძლობა მისცემს საშუალებას რომს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა სხვადასხვა ქალაქთან, მათ შორის თბილისთან. 

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო იტალიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი. იმედი მაქვს, მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს და განსაკუთრებით ჩვენს ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებს. 
დარწმუნებული ვარ, „ექსპო 2030“ იქნება ერთგვარი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც განვითარდება არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა  რობერტო გუალტიერიმ.

რომის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics