|
2022-12-06 11:17:10, 1808 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - გადახდების ისტორია დაემატა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბანკის ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - გადახდების ისტორია დაემატა. ამიერიდან ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მობილბანკიდან მარტივად და სწრაფად ნახოს საკუთარი სავაჭრო ოპერაციები და გაეცნოს ანალიტიკას. ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - გადახდების ისტორია დაემატა. მიზანი იმ ბიზნესების საქმიანობის გამარტივებაა, რომელსაც „საქართველოს ბანკის“ გადახდები საკუთარ ონლაინ პლატფორმაზე ან ფიზიკურ სივრცეში აქვს ინტეგრირებული. თუ ბიზნესი სარგელობს ბანკის ტერმინალით, ონლაინ განვადებით ან გადახდის სხვა მეთოდით, აპლიკაციაშივე შეძლებენ თვალი ადევნონ მომხმარებლების ჩარიცხვებს, ტრანზაქციების თარიღს, თანხას, სტატუსს თუ სხვა დეტალებს. მომავალში გადახდების ისტორიას ისეთი ფუნქციონალი დაემატება, როგორიცაა: ოპერაციების სიის გაფილტვრა, რომელიც შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების მიხედვით. ესენია: თარიღი - საწყისი და საბოლოო პერიოდის არჩევა; გადახდის მეთოდის მიხედვით (ტერმინალით ან ონლაინ); გადახდის ტიპის მიხედვით (საბარათე გადახდა, განვადება, ქულებით გადახდა QR განვადება); თანხის მოცულობისა და სტატუსის მიხედვით. გარდა ამისა, ბიზნესი ანალიტიკაში მისი მომხმარებლისა და გადახდების შესახებ ინფორმაციასაც გაეცნობა. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს კომფორტული ციფრული გამოცდილება შეუქმნას. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ციფრულ პროდუქტებსა და სერვისების განვითარების პროცესში. დღეს ბიზნესის წარმატებას ის ციფრული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, რომელიც ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნითაა შექმნილი. სწორედ ასეთ სიახლეს ვთავაზობთ მომხმარებლებს, რომლებიც გადახდების ისტორიის ნახვას ბიზნეს მობილბანკში მარტივად შეძლებენ. მცირე და საშუალო ბიზნესს ხშირად სჭირდება კონკრეტული განხორციელებული ტრანზაქციის ჭრილში ინფორმაციის სწრაფად მიღება, რომელიც აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო შესაძლებელი. ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკსაც დაემატა. ეს არის ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას მარტივად გამოსაყენებელი ფუნქციონალი. ჩვენი მიზანია, ბიზნესს საქმიანობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობაძიხემ.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)