08:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 13:12:28, 1073 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის საბჭოს სანქციები რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესებაზე ძალაში შევიდა

დღეიდან ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესების შესახებ ძალაში შედის. 

რუსეთში წარმოებული ან ექსპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ლიმიტი ფასი ბარელზე 60 დოლარია.

ასევე ძალაში შედის რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურების, დაფინანსების ან ფინანსური დახმარების აკრძალვა.

ზღვრული ფასი შეიძლება პერიოდულად გადაიხედოს ბაზრის ვითარებასთან ადაპტაციის მიზნით, ამიტომ ზღვრული ფასის ყოველი ცვლილების შემდეგ დგინდება 90 დღიანი გარდამავალი პერიოდი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ზღვრული ფასის თანმიმდევრული გამოყენება ყველა ოპერატორის მიერ.

გარდა ამისა, 2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვის აკრძალვა ამოქმედდება.

დასავლეთის ქვეყნების ამ გადაწყვეტილების მიზანია რუსეთის შემოსავლის შემცირება, რაც ეხმარება რუსეთის ფედერაციას გააგრძელოს ომი უკრაინაში, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნოს რუსული მარაგი მსოფლიო ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ  რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვაზე .

3 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ  მიიღო გადაწყვეტილება რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მაქსიმალური ფასი ბარელზე 60 აშშ დოლარის დონეზე დაწესების შესახებ.

ფასის ზღვარი ნიშნავს, რომ 5 დეკემბრიდან ევროკავშირის 27 ქვეყანა, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია და ავსტრალია გასცემენ მომსახურებას რუსული ტანკერების ნავთობთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეძენილია დადგენილ ზღურბლზე ან მის ქვემოთ. . 2023 წლის 5 თებერვლიდან ასევე აიკრძალება რუსული ნავთობპროდუქტების შეძენა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics