04:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 15:26:14, 749 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პროცესს, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს ციტრუსის მოსავლის აღება, რეალიზაცია და მიიღოს შემოსავალი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მალხაზ კენჭაძის ბაღში, მანდარინის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

„აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების და რეალიზაციის პროცესი დაწყებულია. მოგეხსენებათ, ციტრუსი როგორც აჭარაში, ასევე გურიის რეგიონში მოსახლეობის ნაწილისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პროცესს, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს მოსავლის დაბინავება, რეალიზაცია და მიიღოს შემოსავალი. სწორედ ამიტომ შექმნილია შტაბი, რომელიც ამ პროცესს კოორდინაციას უწევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიცემა სუბსიდია.  20-მდე საწარმო იღებს როგორც გადამუშავებისთვის, ასევე საექსპორტო მანდარინს და პროცესი ამ კუთხითაც გამართულია. ჩვენ აქაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კულტურაში, ხელს ვუწყობთ ფერმერებს, რომ სრულად დააბინაონ  მოსავალი  და შესაბამის შემოსავალი მიიღონ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ფერმერ მალხაზ კენჭაძეს 0,7 ჰა ფართობზე 700 ძირი მანდარინი აქვს გაშენებულ. მიმდინარე წელს, ფერმერი  10 ტონამდე მოსავალს ელოდება. როგორც ფერმერმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, ციტრუსის სუბსიდირების პროგრამა კი, ფერმერებისთვის დიდი შეღავათია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics