|
2022-11-30 10:35:29, 957 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა „რეგიონული კონფერენცია - ცივი ჯაჭვის მართვა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა
გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ღონისძიების ორგანიზებისთვის და ყურადღება კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „მოხარული ვარ, რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, ქართველ მეწარმეებთან ერთად, მივესალმო ფერმერებს მეზობელი აზერბაიჯანიდან. აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებულია თავისი მასშტაბით და მიზნებით. მოგეხსენებათ, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ არაერთ პროექტს ახორციელებს. ვფიქრობ, კონფერენცია ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის და სავაჭრო კავშირების გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. „მოგეხსენებათ, კავკასიის რეგიონში პირველად იმართება ცივი ჯაჭვის მართვის კონფერენცია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. გლობალური გამოწვევების - კოვიდ პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ქვეყნებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებაში. ვფიქრობ, სამაცივრო მეურნეობების განვითარება და პროდუქციის წარმოების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს“, - განაცხადა USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიკა ოლსონმა. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, სურსათის ლოგისტიკის მსოფლიო ორგანიზაციის (WFLO) და საქართველოს სამაცივრო მეურნეობებისა და ლოგისტიკის ასოციაციის (GCSLA) მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანს სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა და რეგიონის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება წარმოადგენდა. კონფერენციას სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან სამაცივრო მეურნეობების, საცალო ვაჭრობის კომპანიების, ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის, ტრანსპორტირების, და სხვა სერვისების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები და იმპორტ-ექსპორტის ბროკერები ესწრებოდნენ.
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
პაველ ჰერჩინსკი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, ევროპული საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნებოდა
ელჩი ჰერჩინსკი კობახიძეს: რას ელით, რომ „დიპ სტეიტზე“ გაგვიმართავთ დებატებს?
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)