09:42 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 09:42:27, 1139 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს,- აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 27 ნოემბერს, 15:45 საათიდან 16:55 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბასარკეჩერის რაიონის დასახლების აშაგი შორჯას მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან წყვეტილი ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს დასახლების მიმართულებით. 

გარდა ამისა, 27 ნოემბერს, 11:30-დან 16:20 საათამდე, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, კვლავ ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს აღდამში და ხოჯავენდში.

"აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის სოჭში შეხვედრა გაიმართა, სადაც ლიდერებმა ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის გადაჭრაზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან ურთიერთობის აღსადგენად რუსეთის წინადადება მიიღოს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს რუსეთის გარდა, ალტერნატიულ ფორმატში, ევროკავშირიც შუამავლობდა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდა სექტემბერში დაიწყო, როცა საზღვარზე მასშტაბური შეტაკებები მოხდა.

სომხეთის ინფორმაციით, შეტაკებების დროს მათ 200-მდე სამხედრო დაკარგეს, ხოლო ბაქოს განცხადებით, მათი მხარიდან შეტაკებებს, 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics