|
2022-11-26 14:16:32, 1447 ნახვა
მსოფლიო
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ შაბათს კიევს ერთდროულად სამი ევროპული სახელმწიფოს: ბელგიის, პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობის მეთაურები ესტუმრნენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram-ის არხზე დაწერა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კრო მასთან მოლაპარაკებებს მართავს კიევში. იმავდროულად, უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიჰალი ამბობს: "მოხარული ვარ, რომ დღეს ვმასპინძლობ ლიეტუვისა და პოლონეთის მთავრობის მეთაურებს, ინგრიდა სიმონიტეს და მატეუშ მორავიეცკის. ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში განვიხილეთ აქტუალური საკითხები და გამოწვევები, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ შეთანხმებას. განცხადება, რომელშიც ჩვენ შევთანხმდით ჩვენს რიგ პოზიციებზე“. სხვა საკითხებთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მომხრენი არიან რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინას მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის მომხრენი არიან. ასეთი დოკუმენტი შესაძლოა საჭირო გახდეს, როცა საერთაშორისო საჩივრები წარიმართება და უკრაინისთვის კომპენსაციის მექანიზმი გამოჩნდება, „რომლის მოდალობები შემდგომ განხილვას ექვემდებარება“. ცნობისთის, ცოტა ხნის წინ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით რეპარაციების გადახდის მექანიზმის შექმნას მოითხოვდა. თუმცა, ეს დოკუმენტი საკონსულტაციო ხასიათისაა და მოსკოვმა მას "იურიდიულად ბათილი" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)