11:08 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 09:50:36, 1154 ნახვა

მსოფლიო
სირიის ჩრდილოეთში თურქეთის ავიადარტყმებს სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებულ ავიადარტყმებს სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, რაიონში, დაახლოებით, 25 დარტყმა განხორციელდა, დარტყმების ძირითადი სამიზნე კი, ქალაქი კობანი და თურქეთის საზღვართან მისი შემოგარენი იყო.

„გაერო-ს წესდების 51-ე მუხლიდან გამომდინარე, ჩვენი თავდაცვის უფლებების შესაბამისად, საჰაერო ოპერაცია „კლანჭ-მახვილი“ განხორციელდა ერაყისა და სირიის რეგიონებში, რომლებიც გამოიყენება ჩვენს ქვეყანაში თავდასხმების ბაზებად", - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, თურქეთმა ქურთი მებრძოლების ბაზები ჩრდილოეთ სირიის გარდა, ჩრდილოეთ ერაყშიც დაბომბა. 

თურქეთის მთავრობის განცხადებით, 13 ნოემბერს, სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში სწორედ ქურთი მებრძოლები მონაწილეობდნენ. 

ისტიკლალის გამზირზე, სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80-ზე მეტი დაშავდა.

გასულ კვირას ბულგარეთში, სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში ბრალდებული 5 ადამიანი დააკავეს. 

აღსანიშნავია, რომ აფეთქებაზე არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics