12:45 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 09:10:44, 1601 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას ისევ წარადგენს.

მისი თქმით, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს, რათა "ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს".

„იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო, ვაცხადებ საკუთარ კანდიდატურას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე. ასე რომ, დღეიდან 2024 წლის არჩევნების დღემდე, ვიბრძოლებ ისე, როგორც არ უბრძოლია არავის. ჩვენ დავამარცხებთ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს, რომლებიც ცდილობენ, შიგნიდან დაანგრიონ ქვეყანა“,- განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2017-დან 2021 წლამდე მართავდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი ის ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

ამასთან, ტრამპი არის აშშ-ს ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი ორჯერ ჩატარდა, თუმცა ორივე მცდელობა უშედეგო იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics