|
2022-11-16 08:48:09, 1257 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერებმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქებების გამო, საგანგებო შეხვედრა გამართეს
G20-ის სამიტზე შეკრებილმა მსოფლიო ლიდერებმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, საგანგებო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას შემდეგ მოიწვია, რაც აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს, გერმანიის, კანადის, ნიდერლანდების, იაპონიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა. ყველა, იაპონიის გარდა, ნატო-ს წევრია, თავდაცვის ალიანსი, რომელიც ასევე მოიცავს პოლონეთს. გადაწყვეტილებამ, რომ მოსკოვი დამნაშავეა აფეთქებაში, შეიძლება გამოიწვიოს ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, რომელიც ცნობილია როგორც მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება თავდასხმად ყველაზე, რაც გამოიწვევს სამხედრო პასუხს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბაიდენმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ოფიციალური პირების თქმით, უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. ნატოს ელჩები, 16 ნოემბერს, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)