|
2022-11-14 16:01:45, 1150 ნახვა
მსოფლიო
„კარგი იქნებოდა, დასწრებოდა“ - შოლცმა პუტინი G20-ის სამიტზე არ ყოფნის გამო გააკრიტიკა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბალიში G20-ის ქვეყნების შეხვედრაზე არ დასწრების გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ Spiegel-ი წერს. კანცლერის თქმით, პუტინის არყოფნა ხელს არ შეუშლის სხვა ქვეყნებს გააკრიტიკონ რუსეთის აგრესიული ომი და მოუწოდონ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. "კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტს დასწრებოდა, მაგრამ მაშინ, მას მოუწევდა ყველა კითხვასთან და კრიტიკასთან შეხება, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს, ამიტომ არ არის ის აქ", - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება". მიუხედავად იმისა, რომ პუტინი პირადად არ დაესწრება G20-ის ქვეყნების ლიდერების სამიტს, რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება უკრაინის მხარეს - ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტს, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში შეუერთდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)