14:16 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 09:55:14, 1505 ნახვა

მსოფლიო
ირანის სასამართლომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მონაწილეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

თეირანის სასამართლომ 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მონაწილეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანული სასამართლო პორტალი „Misan Online“ ავრცელებს.

პორტალზე არ ვრცელდება მსჯავრდებულის ვინაობის ან სქესის დადგენის დეტალები, თუმცა მითითებულია, რომ იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი მთავრობის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის“ გამო.

გარდა ამისა, მას ბრალი ედებოდა კორუფციასა და მოჰარებში - ღმერთის წინააღმდეგ ომში. ეს უკანასკნელი ირანის კანონმდებლობით კვალიფიცირებულია, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და შეიძლება ისჯებოდეს სიკვდილით, თუნდაც თანმხლები ბრალდების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასჯელი პირველი ასეთი სასჯელა დემონსტრაციების მონაწილეებისთვის.

პარალელურად, თეირანში კიდევ ერთ სასამართლო სხდომაზე, ხუთ მომიტინგეს მიესაჯა სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა.

მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ  შეთქმულებაში, დანაშაულის ჩადენაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ.

ბრალდებულებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ამასთან, მათ აქვთ გასაჩივრების უფლება.

ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციის მტკიცებით, გოგონა სადგურზე ცუდად გახდა, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.

შეუჩერებელ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის ასამდე ქალაქში იმართება, ოქტომბრის ბოლოსთვის, მხოლოდ თეირანში ბრალი 315 ადამიანს წაუყენეს.

მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. გარდა ამისა, უფლებადამცველებმა ასევე დემონსტრანტების გატაცებისა და მათ ნათესავებზე ზეწოლის შესახებ განაცხადეს.

ზოგიერთ "აჯანყებულს", სხვა ბრალდებებთან ერთად, ბრალად ედება უკანონო იარაღის ტარება, სამართალდამცავების დაჭრა და საზოგადოებრივი და სამთავრობო ქონების განადგურება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და ისლამური სისტემის დაპირისპირების მიზნით ცეცხლის წაკიდება.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics