14:17 - 01 May, 2026
|
2022-11-14 09:20:22, 1077 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის შსს - პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში აფეთქება განახორციელა, დაკავებულია
ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია,- აღნიშნულის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა. მინისტრის თქმით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა. "მამაკაცი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე კვირას ბომბი დატოვა, პოლიციამ დააკავა",- განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სტამბოლის ცენტრში ტერაქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა თავად ააწყო და გამზირზე დატოვა. ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, 5კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)