07:52 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-13 20:45:00, 1469 ნახვა

მსოფლიო
რამდენიმე წელია თურქეთში დიდი ტერაქტები არ მომხდარა

რამდენიმე წელია თურქეთში დიდი ტერაქტები არ მომხდარა. ტერორისტების დიდი აქტიურობის პერიოდი იყო 2015-2017 წლებში, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერებმა განხორციელეს. ბოლოს ტერაქტი მოხდა 2016 წელს ისტიკლალის ქუჩაზე; ამ აფეთქებაში PKK ქურთისტანის მუშათა პარტია დაადანაშაულეს.
13 ნოემბერს სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა. ბომბი აფეთქდა პოპულარულ ტურისტულ ქუჩაზე ტაქსიმის რაიონში. ინციდენტის დროს გადაღებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ქუჩა ხალხით იყო სავსე.

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მანამდე სტამბოლის ხელისუფლებამ ოთხი დაღუპული და 38 დაშავებულის შესახებ განაცხადა. აფეთქების ადგილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს ტროტუარზე მწოლიარე ხალხი. ისტიკლალის ქუჩა გადაკეტილია; თვითმხილველების თქმით, სტამბოლის ცენტრში ვერტმფრენები დაფრინავენ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ინციდენტი ტერორისტულ თავდასხმას ჰგავდა, თუმცა, მისივე თქმით, დაზუსტებით თქმა ჯერ არასწორი იქნებოდა. პრეზიდენტის თქმით, წინასწარი მონაცემებით, დანაშაულში შესაძლოა ქალი იყოს ჩართული. Anadolu Agency იტყობინება, რომ პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და მარეგულირებელმა შემთხვევის ადგილიდან ტელემაუწყებლობა აკრძალა.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აფეთქების შემდეგ გადადო ბეშიქთაშსა და ანტალიასპორს შორის საფეხბურთო მატჩი, რომელიც 13 ნოემბერს საღამოს სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics