14:20 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-13 14:22:59, 1320 ნახვა

მსოფლიო
ნევადაში და არიზონაში გამარჯვებით სენატში უმრაველესობას დემოკრატები ინარჩუნებენ

ნევადაში დემოკრატმა სენატორმა, კეტრინ კორტეს მასტომ დაამარცხა რესპუბლიკელი კანდიდატი ადამ ლაქსალტი, სენატში დემოკრატებმა რაოდენობა 50-მდე შეავსეს. კამალა ჰარისის დამატებითი ხმით, 6 დეკემბერს ჩანიშნული ჯორჯიას მეორე ტურის შედეგების მიუხედავად, სენატში უმრაველესობას დემოკრატები ინარჩუნებენ. 

„ბიბისის“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კეტრინ კორტეს მასტომ ნევადას შტატის 17 ოლქიდან 16-ში წააგო, თუმცა გაიმარჯვა კლარკის ოლქში, სადაც ნევადას შტატის მოსახლეობის 70%-ი ცხოვრობს. მასტომი აბორტების ლეგალიზაციის და იარაღის კონტროლის მომხრეა. მან მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, 2021 წელს კაპიტოლიუმის შტურმის საქმესთან დაკავშირებით.

არიზონაში რესპუბლიკელ ფინანსისტ ბლეიკ მასტერსთან ბრძოლაში მოქმედმა დემოკრატი სენატორმა მარკ კელიმ მოიგო. 

ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მათ შედეგებს თავისთვის დიდი გამარჯვება უწოდა, თუმცა მთლიანობაში "გარკვეულწილად იმედგაცრუებული".
კანდიდატები, რომლებსაც ის მხარს უჭერდა, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული იყვნენ, ეს გააკეთეს ვიწრო სხვაობით. სპილოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო დამარცხება სენატის კონტროლის მთავარ შტატში - პენსილვანიაში.

კონგრესის ქვედა და ზედა პალატების განსხვავებული შეფერილობის შემთხვევაში, შემოთავაზებულ ინიციატივებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გართულდება - თუმცა მხარეები, როგორც წესი, ყოველთვის ახერხებდნენ კომპრომისის პოვნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics