|
2022-11-11 15:27:56, 1274 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ ყაზახური ბანკის თანამშრომლებს სასწავლო ტურზე მასპინძლობს
10-11 ნოემბერს „თიბისიმ“ ყაზახური ბანკის ოტბასი (Otbasy Bank 2000 წლამდე HSBC ბანკი იყო) 25 თანამშრომელს უმასპინძლება. სასწავლო ტურის ფარგლებში თიბისის თანამშრომლებმა ყაზახ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. Otbasy Bank-ის სტუმრობის მთავარი მიზანია „თიბისის“ წარმატების გზის გაცნობა და გაზიარება. „თიბისის“ გუნდმა ყაზახური ბანკის დელეგაციის წევრებს გააცნეს თიბისის ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტები და მათი განხორციელების გზა, ციფრული სერვისები და პროდუქტები, საცალო და იპოთეკური პროდუქტები, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, მომხმარებლის კმაყოფილების შეფასების მექანიზმები, ციფრული საკომუნიკაციო არხები და კომპანიის სხვა გამოცდილება. მასპინძელ კომპანიად „თიბისი შეირჩა“, როგორც რეგიონში ლიდერი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზბეკეთში ციფრული ბანკითა და გადახდის ინოვაციური სისტემით Payme არის წარმოდგენილი. ყაზახური ბანკის დელეგაციის შემეცნებითი ტური აზიის განვითარების ბანკის (ADB - The Asian Development Bank) რეკომენდაციით იმართება. „ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ „თიბისი“ ბრენდის წარმატებულ გამოცდილებასა და ცოდნას საერთაშორისო დონეზე ვაზიარებთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მრავალმხრივი განვითარება სამაგალითო და საინტერესოა სხვა კომპანიების წარმომადგენლებისთვის და დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩვენს ყაზახ კოლეგებს და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები" - აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, საცალო და მცირე და საშუალო საწარმოების საბანკო მომსახურება.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)