19:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 14:05:35, 1402 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით “მონოლითი ჯგუფი” კრწანისში საცხოვრებელ კომპლექს აშენებს

„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით „მონოლითი ჯგუფი“ კრწანისში ახალ საცხოვრებელ კომპლექს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 19 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 13,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვესტიცია სრულად მოხმარდება სამშენებლო სამუშაოებს.

„საქართველოს ბანკთან“ ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. მოხარული ვართ, რომ მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მოგვეცა. ჩვენი კომპლექსის ფართობი 12 ჰა-ზეა გაშლილი, რომელიც  საცხოვრებელ სახლთან ერთად, კომერციულ სივრცეს, რეკრეაციულ ზონას, პარკინგს, სპორტულ მოედანს, გამწვანებულ გარემოს, სარბენ ბილიკს, საცურაო აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, სკოლას და საბავშვო ბაღს მოიცავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ აშენებული საცხოვრებელი ბინები ენერგო ეფექტური იქნება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება“, - განაცხადა „მონოლითი ჯგუფის“ დირექტორმა, თორნიკე მაისურაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი პროექტის დაფინანსება, რომელიც აძლიერებს სამშენებლო სექტორს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ უკვე 300 ადამიანი დაასაქმა. მონოლით ჯგუფთან ერთად უკვე ცხრა წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რაც გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტ პროექტზე ვიმუშაოთ მათთან ერთად. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას ჩვენი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში და მათ სამომავლო გეგმების რეალიზებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics