2022-11-10 13:56:37, 1129 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელებმა მიკოლაევის ოლქში ქალაქი სნიჰურივკა გაათავისუფლეს
უკრაინის ჯარებმა მიკოლაევის ოლქში ქალაქი სნიჰურივკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ უკრაინის 131-ე ცალკეულმა სადაზვერვო ბატალიონმა Telegram-ზე დაწერა და ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.
"დღეს, 2022 წლის 10 ნოემბერს, 131-ე ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ძალებმა დასახლება სნიჰურივკა გაათავისუფლეს. დიდება უკრაინას!" - აღნიშნულია ვიდეოს თანმხლებ შეტყობინებაში.
Telegram-ზე გამოქვეყნებულ მასალაში ჩანს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს ადგილობრივი მოსახლეობა ხვდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,