|
2022-11-10 12:42:00, 1293 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვა - რუსებმა ხერსონიდან უკან დახევის დროს, ხიდები გაანადგურეს და სავარაუდოდ, ტერიტორია დანაღმეს
რუსულმა ჯარებმა ხერსონის ოლქიდან უკან დახევის დროს, რამდენიმე ხიდი გაანადგურეს და უკრაინული ჯარების წინსვლის შეფერხების მიზნით, სავარაუდოდ, ტერიტორია დანაღმეს. ამის შესახებ ბოლო მიმოხილვაში ბრიტანული დაზვერვა წერს. დაზვერვა მიიჩნევს, რომ დნეპრის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, ოდესასთან სახმელეთო დერეფნის შექმნაზე რუსეთის სტრატეგიულ ამბიციას ხელს უშლის. "ხერსონის მახლობლად, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის რუსეთს სტრატეგიული ამბიციის განხორციელებაში - სახმელეთო დერეფნის შექმნაზე ოდესასთან. სავარაუდოა, რომ გაყვანა რამდენიმე დღეში განხორციელდება თავდაცვითი პოზიციებით და საარტილერიო ცეცხლით", - ნათქვამია დაზვერვის მიმოხილვაში. ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს. აღსანიშნავია, რომ ვიდრე რუსული მხარე ხერსონიდან ჯარის გაყვანის შესახებ გამოაცხადებდა, მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა 5 ხიდი ააფეთქეს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)