|
2022-10-26 10:22:31, 2235 ნახვა
სამხედრო
ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას - ჯუანშერ ბურჭულაძე
“ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას” - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყებამ კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. „ზოგადად, ეს გახლავთ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ამაზე სამსახურები მუშაობენ. საზოგადოებას რომ ჰქონდეს შეგრძნება, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც, პირობითად კი ჰქვია საზღვრების გარეშე, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის საზღვრები, ის ინფორმაცია და ის რისკები, რაც შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს ელექტრონულად. ამის უზრუნველყოფასაც ახდენს სახელმწიფო, რომ მან არ დააზიანოს, თუნდაც ნებისმიერი ინდივიდუალური ადამიანი”, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა იგეგმება. “განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე წელია კიბერუსაფრთხოების სარდლობა არსებობს, მათ შორის ჩვენც სტრატეგიის ნაწილად გვაქვს კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა, რასაც შევქმნით და ყველა ის რისკი და ასპექტი რაც თეორიულად შეიძლება იყოს, ჩვენ გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან და იქნება გათვალისწინებული ჩვენს ახალ სარდლობაში. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ შედეგზე გავალთ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებული ყველა ეს მიმართულება ერთი სარდლობის ქვეშ მოექცეს რომელსაც, მენეჯმენტს გაუწევს თავდაცვის ძალები”, - განაცხადა მინისტრმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)