|
2022-10-24 13:21:01, 998 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს არვიდას ანუშაუსკას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს გამორჩეული, მტკიცე და ერთგული სტრატეგიული პარტნიორია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ლიეტუვას შორის თანამშრომლობის, კერძოდ, სხვადასხვა პროექტებსა და ინიციატივებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს პერსპექტივები და კონკრეტული ნაბიჯები. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადრება და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარ კოლეგას ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებულ მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა, რომელიც ეხება სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების, სავალდებულო სამხედრო სამსახურის, დაჭრილ სამხედროთა რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობას, გაცვლით ვიზიტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიებს შორის, ასევე ერთობლივ სწავლებებს. შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ და არვიდას ანუშაუსკამ ხელი მოაწერეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა, თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები და ლიეტუვის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)