|
2022-10-21 16:24:24, 1179 ნახვა
პოლიტიკა
დემნა - საქართველოში ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვიყავი და ვერც დავბრუნდები, რადგან ხალხი, მათ შორის ბიძაჩემი, დამემუქრა მოკვლით
მე ვერ დავბრუნდები საქართველოში, რადგან ხალხი, მათ შორის ბიძაჩემი, დამემუქრა მოკვლით, - ამის შესახებ New Yourk Times Style Magazine-თან ინტერვიუში დიზაინერმა დემნა გვასალიამ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძამისი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მოკვლით ემუქრებოდა და იზრდებოდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ვერ იტყოდა რომ გეია და ყოველთვის გადარჩენილიყო იმ უბნებში, სადაც იზრდებოდა. „მისი სექსუალური ორიენტაცია ისეთი რამ არის, რასაც დემნა ხმაში შეპარული სევდის გარეშე ვერ განიხილავს. ადრეული ურთიერთობა სამეზობლოში მყოფ მეგობართან მოულოდენლად დასრულდა ოჯახის წევრის მიერ მათი დანახვით და დემნას ბიჭის ხელახლა ნახვა აეკრძალა, მე ვერ დავბრუნდები საქართველოში, რადგან ხალხი დამემუქრა მოკვლით, ჩემი ბიძა ერთ-ერთი მათგანია, ვიზრდებოდი ისეთ ქვეყანაში, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი გამოვჩენილიყავი ისეთი მაგარი ბიჭი, რომელიც გადარჩებოდა იმ უბნებში, სადაც მე ვცხოვრობდი, მაგრამ შინაგანად ასეთად არ ვგრძნობდი თავს". - წერს გამოცა დემნასთან ინტერვიუში. დემნა არის ქართველი მოდის დიზაინერი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა „Maison Martin Margiela“-სა და "Louis Vuitton"-ის გუნდებს. ამჟამად არის ფრანგული მოდის სახლის "Baleciaga"-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 2014 წელს დემნამ შექმნა პოპულარული, ურბანული, ქუჩის სტილის ბრენდი „VETEMENTS“, რომელიც 2019 წელს დატოვა. 2016 წელს გამოცემამ „Business of Fashion“-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის „Fashion Awards“-ის დაჯილდოებაზე მან წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო აიღო, ხოლო „Vetements“-ი წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი გახდა.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)