17:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 16:38:30, 878 ნახვა

საზოგადოება
რკინიგზების ხელმძღვანელებმა თბილისში შუა დერეფნის საერთო კრება გახსნეს

დღეს თბილისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) საერთო კრება საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.  

შუა დერეფანი, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე. 

ყოველწლიურ საერთო კრებაზე შუა დერეფნის მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, საზღვაო და საპორტო გადამზიდავები  ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდაზე, ახალი ტვირთების მოზიდვაზე, გამჭოლ ტარიფებსა და სერვისების გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება.  სამუშაო ვიზიტით თბილისში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები ჩამოვიდნენ. საერთო კრებაზე სიტყვით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, გამოვიდა. დავით ფერაძემ შუა დერეფნის როლზე ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი კომპანიის განვითარებისათვის.

,,აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის შეხვედრა საქართველოს რკინიგზის იუბილეს დაემთხვა. საერთო კრებაზე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობასა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე,  მარშრუტზე მოთხოვნა  საკმაოდ დიდია. ჩვენი მიზანია  დერეფანში რაც შეიძლება მეტი ტვირთი გავატაროთ და საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები გავზარდოთ. " - განაცხადა დავით ფერაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics