|
2022-10-20 22:33:20, 1456 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ერთი რუსეთია, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე უკრაინა
ერთი რუსეთია, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე უკრაინა. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის ჰააგაში. "რაც არ უნდა სამწუხარო და რთული სათქმელი იყოს, ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა. არ მგონია, უკრაინელი ხალხის ნებას გამოხატავდეს მეგობრებისთვის სანქციების დაწესება არგუმენტების, მტკიცებულებების და ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ ერთი ფაქტი მაინც. უბედურება ის არის რომ ჩვენი კოლეგები, ამ დარბაზში მსხდომი ქართველები აპელირებდნენ ამაზე, რომ შავი ხვრელია საქართველო და გვერდის ავლა ხდება. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და მოიპოვეს, იმიტომ, რომ ბუნებაში რაც არ არის, იმას ვერ მოიპოვებენ. პირიქით, 400-ზე მეტ დოკუმენტი არსებობს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის ჰააგაში. ამის მიუხედავად, ვიღაცების დასანქცირება ხდება, რომ როგორმე მიუახლოვდნენ თავისი შეკრული მოჯადოებული ე.წ. წრით ბიძინა ივანიშვილს, რომ დააბრუნონ პოლიტიკაში, დააშანტაჟონ და შემდეგ ეს ქვეყანა ომში ჩართონ".-ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)