15:32 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 18:37:14, 1902 ნახვა

პოლიტიკა
უჩა მამაცაშვილის ადვოკატი დასანქცირებაზე - ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია

ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. - ამის შესახებ უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა,  ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში შეყვანას შეეხებოდა.

მისივე თქმით,მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბატონ უჩა მამაცაშვილს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე საქმიანი ურთიერთობა აქვს რუსეთში ან რუსეთში მოღვაწე რომელიმე ბიზნესმენთან, ვინც სანქცირებულთა სიაშია, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.

"ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, ამ შემთხვევაში მეტს ვერაფერს დავარქმევთ იმიტომ, რომ რა დგას ამ ბრძანების უკან არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ისეთ ბრძანებულებას ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბატონ უჩა მამაცაშვილს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე საქმიანი ურთიერთობა აქვს რუსეთში ან რუსეთში მოღვაწე რომელიმე ბიზნესმენთან, ვინც სანქცირებულთა სიაშია, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს, შესაბამისად ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება, რომელსაც უბრალოდ პერმანენტული ხასიათი აქვს". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics