|
2022-10-19 14:11:39, 1146 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - არ შეიძლება, რომ ხელისუფლების მაღალ რგოლში იყოს პასუხისმგებლობა ყველა საკითხზე
არსებობს კიდევ პრაგმატული რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ - არ შეიძლება, რომ ხელისუფლების მაღალ რგოლში პასუხისმგებლობა იყოს ყველა საკითხზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "ძალიან ძნელია თვალი გაუსწორო სპეკულირების იმ რეალობას, რომელიც ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა შემოგთავაზეს". “როცა საქმე 13 წლის გოგონას, ადამიანს ეხება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა დაკარგა და საქართველოში ოჯახი არ არის, სადაც ამ ადამიანს არ გლოვობენ, ძალიან ძნელია თვალი გაუსწორო სპეკულირების იმ რეალობას, რომელიც შემოგთავაზეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არსებობენ და ამ ტრაგედიებს შორის კიდევ რამე თუ მოხდა და ევროკავშირის ან ევროპარლამენტის წარმომადგენელმა თუ რაიმე ცუდი თქვეს საქართველოზე, იწვევს აღფრთოვანებას და ზეიმს. ამის იქით არსებობს კიდევ პრაგმატული რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ - არ შეიძლება, ხელისუფლების მაღალ რგოლში პასუხისმგებლობა იყოს ყველა საკითხზე, რომელიც აუცილებლად უნდა სრულდებოდეს იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მუშაობენ ან მშენებლობაზე, ან მედიცინაში, ან ნებისმიერ სხვა სფეროში და ადამიანის სიცოცხლე მათზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვფიქრობ, დასკვნებია გასაკეთებელი აქედან. პიარკამპანია, პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ საზოგადოებას. გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ან კითხვა დარჩება, მას პასუხი უნდა გაეცეს. თქვენ მორალურ თემებზე გადადიხართ მაშინ, როცა ამორალურია ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი და პარტია, რომლებიც გმართავენ თავისი პიარით, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გამოვლინებით",- განაცხადა ვოლსკიმ.
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)