16:00 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 22:43:43, 1016 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით

ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით. - ამის შესახებ ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს.

"ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით.
ასე ესმით თანამშრომლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან.
ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!
ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო  არ გახდება ასეთი - ტერორისტული სახელმწიფო!
წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება - არ იწვება და ვერ განადგურდება!
ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!". - ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად მაინც გააგრძელებს "ქართული ოცნების" მხილებას.

"დანაშაულის ადგილზე - ჩემი მოსაზრებით, ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი, რადგან ადგილზე იხატება როგორ მოხდა ყველაფერი -  არის კვალი წაკიდების, მთელი მექანიზმი როგორ მოხდა. ეს უკავშირდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს იმიტომ, რომ მკაცრად მივყვებით რეფომების კურსს და ანტიკორუფციულ კურსს, ვსწავლობთ  "ქართული ოცნება" როგორ მუშაობდა. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინფორმაციით, გვიან ღამით, სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics